23 ნოემბერი, 2014

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

6თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა. თუმცა ეს თეატრი საკუთარ კედლებში მეათე თეატრალურ სეზონზეც ვერ უმასპინძლებს თავის მაყურებელს. თეატრმა, 10 წლის წინ 47 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განაახლა ფუნქციონირება, სადაც ითარგმნება და იდგმება აღმოსავლური, ქართული, რუსული, ევროპული დრამატურგიის პიესები სხვადასხვა რეჟისორების მიერ.

ამჯერად თეატრში მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველიზადე ილიას ეფენდიევის პიესის მიხედვით დგამს სპექტაკლს “შენ ყოველთვის ჩემთან ხარ”. წარმოდგენაში 5 მსახიობი მონაწილეობს ასლან მამედოვი, შეილა ჯაფაროვა, ლეილა კასუმოვა, მარიანა მამედოვა და თურგაი ველიზადე.

ახალი სპექტაკლის პრემიერა 25 ნოემბერს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართება.