23 ნოემბერი, 2014

დათო ხუჯაძეს შვილის ნახვას უკრძალავენ

11მომღერალ დათო ხუჯაძეს შვილის 5 წლის მელანოს ნახვას უკრძალავენ. როგორც მომღერალი ინტერვიუებში აღნიშნავს, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა იმას არ მალავს, რომ შვილთან ურთიერთობებში პრობლემები აქვს:
“ჩემმა ცოლმა ასე გადაწყვიტა და ბავშვს არ მანახებს. ისე გაიზარდა, დედაჩემს ნანახი არ ჰყავს. მასთან კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ იმედიანად ვარ. მართალია ახლა არ შემიძლია მისი ნახვა, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.”
დათო ხუჯაძე და მისი მეუღლე ნათია ონიანი, რომლის ბიძაც ტარიელ ონიანია, რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ ერთად, შემდეგ კი ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაეწყო დათოს პრობლემები შვილთან ურთიერთობაში.