ვასო ფხაკაძე ორგზის მამაა

კომედი შოუს მსახიობი ვასო ფხაკაძე მამა გახდა. ეს ბედნიერება იუმორისტმა მეორედ განიცადა.

ვასოს და მის მეუღლეს, მოდელ ლიკუნა მეტრეველს პატარა 18 მაისს ჩაჩავას კლინიკაში შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ახალშობილს მშობლებმა ნიტა დაარქვეს. ვასოსთვის და ლიკუნასთვის ეს მეორე შვილია. წყვილს 2 წლის ნინა ჰყავს.