
მიხეილ გიორგაძე რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოყვა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იგი თურქეთში გადააფრინეს.
ისტორიის ფურცლები:
კულტურის ყოფილი მინისტრის მოადგილემ კახი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც მიხეილ გიორგაძე თურქი მედიკოსების გარემოცვაშია გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ყოფილი მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თავისით დგება, ჯდება, დადის, ვარჯიშობს და საქართველოშიც სულ მალე დაბრუნდება.

