
„თურქეთის მივიწყებული ქართული სამეფო“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას BBC, რომლის ავტორებიც ქეითი ნადვორნი და ემა ჰარპერი არიან.
ისტორიის ფურცლები:
წერილში მოთხრობილია თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებზე, რომლებიც გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებენ. სტატიაში საუბარია ოშკის ეკლესიაზე, რომელიც საქართველოს და თურქეთის შეუთანხმებლობის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია.
თურქეთ-საქართველოს შეუთანხმებლობის გამო, არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე მყოფი სხვა ქართული ეკლესიებიც.
ქეითი ნადვორნი და ემა ჰარპერი მკითხველს ქართულ ეკლესიებს და იქ არსებულ რთულ მდგომარეობას მრავალფეროვანი ფოტოებითაც აცნობენ.

