
განახლებულ შენობაში ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” იქნა წარმოდგენილი.
ქართულ მედიასაშუალებებთან ერთად, ამ მოვლენით უცხოური ტელევიზიებიც დაინტერესდნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ BBC-მ განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრზე სიუჟეტი მოამზადა.
ისტორიის ფურცლები:
ჟურნალისტმა თეატრის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, მნიშვნელოვან ეტაპებზეც ისაუბრა და მისი რეაბილიტაციისთვის დახარჯული სოლიდური თანხებიც დაასახელა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

