82 წლის ასაკში მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა.
სოსო ლაღიძემ მთელი ცხოვრება ქართული კულტურის სამსახურში გაატარა. ის რუსთაველის თეატრში თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ისტორიის ფურცლები:
სოსო ლაღიძემ თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო და დაუვიწყარი როლი შექმნა.
ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა ანი ლაღიძემ გაავრცელა:
“…დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ…
რუსთაველის თეატრის სახე – სოსო ლაღიძე…”
