მუსიკოსი ის საკანდელიძე რუსთაველის თეატრის მსახიობების კახი კავსაძის, გურამ საღარაძის, სოსო ლაღიძის და ჯემალ ღაღანიძის სიმღერის ჩანაწერს აქვეყნებს:
“ჩვენი უსაყვარლესი სოსო ლაღიძე… ნათელში იყოს მისი სული…
ისტორიის ფურცლები:
გოგი გელოვანის სახელობის ფესტივალი ჩატარდა თეატრების სასიმღერო კოლექტივებს შორის 2009 წელს. მადლობა ღმერთს, რომ ამ კონცერტის ჩაწერა შევძელით საპატრიარქოს ტვ “ერთსულოვნებაზე” და ასე შევინარჩუნეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების: სოსო ლაღიძის, გურამ საღარაძის, ჯემალ ღაღანიძის და კახი კავსაძის მიერ შესრულებული ეს ორი პატარა სიმღერა.”
