მომღერალი სოფო ხალვაში დააწინაურეს. მას ახალი თანამდებობა აქვს.
ისტორიის ფურცლები:
მას შემდეგ, რაც მომღერალი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, სოფო აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. მომღერალი ტელევიზიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იყო.
ახლა კი მომღერალი ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ბათუმის მერიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ის ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა.
