
ანსამბლ “ქართული ხმების” ახალი თაობის ერთ-ერთი წევრი კახა გრიგალაშვილი ლაშა ღლონტთან დაკავშირებით საოცარ ისტორიას ყვება:
“საოცარი ისტორია ძალიან მოკლედ:
ისტორიის ფურცლები:
ლაშა: მირეკავს ნიკა წულუკიძე და მეუბნება, მამაშენის ნახატი იყიდებაო. ვურეკავ დედაჩემს და გაკვირვებული ვეკითხები, რომ მამა თუ ხატავდა-თქო? დედამ, ბავშობაში სკოლაში ძალიან კარგად ხატავდა და იაპონიაშიც კი მოხვდა მაგის ნახატებიო. იმის მერე აღარ დაუხატავსო.
გაირკვა, რომ ეს ნახატი ლაშას მამას 16 წლის ასაკში აქვს დახატული და ასახავს იმ ადგილს ბათუმის ბოლოს, სადაც 60 წლის შემდეგ, 5 დღის ძიების მერე იპოვეს გარდაცვლილი.”


