
სამწუხაროდ, მომღერალს დარჩა სიმღერები, რომელთა ჩაწერაც ვერ მოასწრო. ერთ-ერთი მათგანია “არ მაჩუქო ვარდები”, რომელიც გოგი დოლიძის ნაცვლად ლაშა ღლონტმა იმღერა.
ლაშა ღლონტი:
“ეს სიმღერა გოგის უნდა ჩაეწერა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.
ისტორიის ფურცლები:
მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ქალბატონმა მარინა ლეკიშვილმა (ავტორი ცნობილი სიმღერისა ,,რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს”) მომცა უფლება, მემღერა ეს უთბილესი სიმღერა და მე ის გოგის ხსოვნას მივუძღვენი.
დღეს საუკუნის მომღერლის, გოგი დოლიძის გარდაცვალების დღეა!
გოგისნაირად ვერასოდეს, ვერავინ, ვერსად ვერ იმღერებს!”

