“რუსთველმა “ვეფხისტყაოსანი” ახლა რომ შექმნას და დადოს ფეისბუქში…”

კითხვის დრო: 2 წთ.

“რუსთველმა “ვეფხისტყაოსანი” ახლა რომ შექმნას და დადოს ფეისბუქში…”გიფიაქრიათ, შოთა რუსთაველს “ვეფხისტყაოსანი” ახლა რომ დაეწერა, ფეისბუქში დაედო?

ამ საკითხზე ფილოლოგი გია მურღულია დაგვაფიქრებს:

“რუსთველმა ვეფხისტყაოსანი ახლა რომ შექმნას, დადოს ფეისბუქში და ერთი სიტყვა, შემთხვევით, არასწორად დაწეროს, იტყვიან:

მაგას ერთი სიტყვის დაწერაც არ უნდა ანდოს კაცმაო.

აი, ასე – მისხალს შეუძლიათ გადააყოლონ მთელი სამყარო.
ის ერთი სიტყვაც რომ არ შეეშალოს, ბევრი მაინც ასე დაწერს.

ადამიანებმა უნდა ისწავლონ, როგორ დაიხსნან საკუთარი თავი ღვარძლისგან.
ეს არ არის ძნელი – ცოტა სიყვარული უნდა დაიხმარო.

ათას სიკეთეში ერთი შეცდომა რომც აღმოაჩინო, არ ღირს ამის გამო ადამიანთა დაცინვა, განქიქება, ლანძღვა და დამცირება.

ბოროტება, საბოლოოდ, სხვებზე მეტად, მის ჩამდენს ანადგურებს.

“მოიხედე მრისხანების ჟამს”.

Artinfo.ge