შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” თითქმის ყველა ენაზეა გამოცემული, თუმცა არსებობს გამოცემა, რომელიც ექსკლუზიურად ავტორის 850 წლის იუბილესათვის მომზადდა.
ისტორიის ფურცლები:
30 მარტს ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია.
პოემის ავტორის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება “ვეფხისტყაოსნის” საიუბილეო გამოცემა ბრაილის შრიფტით.
