კომპოზიტორ რეზო ლაღიძის შემოქმედება შედევრებისგან შედგება. მისი ნაწარმოებები ათეულობით წლებია მსმენელში ინტერესს არ კარგავს.
ისტორიის ფურცლები:
რეზო ლაღიძის მუსიკა არაერთი მუსიკოსის შთაგონების წყარო გამხდარა. გამონაკლისი არც ლევან შენგელიაა. მან არჩევანი კომპოზიტორის კინომუსიკაზე გააკეთა და ფილმისთვის ხევსურული ბალადა” დაწერილი ნაწარმოები თავისებური ინტერპრეტაციით ააჟღერა.
