კომპოზიტორ რეზო ლაღიძის შემოქმედებიდან ძალიან რთულია საყვარელი ნაწარმოები გამოარჩიო. მისი მემკვიდრეობა ნამდვილი საგანძურია ქართული კულტურისთვის.
ისტორიის ფურცლები:
პიანისტმა ლევან შენგელიამ ულამაზესად ააჟღერა კომპოზიტორის სიმღერა “ჩახედე მეგობარს თვალებში”, რომელიც რეჟისორ შოთა მანაგაძის ფილმისთვის “კეთილი ადამიანები” პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე დაიწერა და მას ჯანსუღ კახიძე ასრულებდა.
