
ფული ან ოქრო რაში გვარგია, ბოლობოლო? სავარგული და საჭირო განათლების მინისტრის და მის მაქებართა აზრით, ნეტავ რა არის? ჭამა-სმა, სექსი და ძილი, თუ კიდევ რაიმე უფრო რადიკალურად კონსუმერისტული, პირუტყვული?!” – კითხულობს კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი ცოტნე გამსახურდია და ცდილობს, დაგროვილ კითხვებზე პასუხი თავადვე მოძებნოს:
“საკმარისია ხელმოწერა, ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციები, ბეჭდის დარტყმა და ჩეკის ამორტყმა იცოდე, სხვა რამე რაში სჭირდება ამ ქვეყნის ტიპის ბაზრობის მაცხოვრებელს?
პ.ს. ძალიან ვეცადე, რომ მამა-პაპურად არ შემეგინებინა…”

