არაჩვეულებრივი ლეგენდა გალაკტიონ ტაბიძეზე

Galaktion taპოეზიის მეფეზე გალაკტიონ ტაბიძეზე ძალიან საინტერესო ლეგენდას გვიზიარებს მწერალი და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი:

“ჩემს ბავშვობაში თბილისში ასეთი მოარული ლეგენდა დადიოდა: ზემელზე ერთ დილას უკვე შებახუსებულ გალაკტიონს ბავშვი მიესალმა და შეჩივლა – ძია გალაკტიონ, გთხოვ, ცოტა იოლი ლექსები წერე, თორე სკოლაში მათი დაზეპირება მიჭირსო. გალაკტიონი მოეფერა ბავშვს და უპასუხა: – არა უშავს, ცოტა გაიჭირვე და ისწავლე, რადგან ჩემს დაპატარავებას შენი გაზრდა ჯობიაო.

ასეთი დამოკიდებულება მომავალი თაობებისადმი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. არადა სოროსულმა განათლების სისტემამ ისეთი თაობები გამოუზარდა საქართველოს, რომ მათ დონემდე თუ არ დახვედი, ინტელექტუალურად კაცი საუბრისას ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ აქ მთავარი მაინც ის არის, რომ ვერც შენ გამოიტან აზრს მათი საუბრიდან როგორ დონემდეც არ უნდა ,,ჩამოლაბორანტდე”. ერთია კიდევ: – ორი საუკუნის განმავლობაში ქართულ სასაუბრო ენაში დამკვიდრებულ რუსულ ჟარგონ-ბარბარიზმს ახლა ინგლისურიც დაემატა და როცა ზოგიერთთან ვსაუბრობ, ასე მგონია უცხოპლანეტელს ველაპარაკები. წარსულს ბარდება მდიდარი სასაუბრო ქართული და მის ადგილს გაღატაკებული (გამოზომბებული) სიტყვათხმარება იმკვიდრებს.”