ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე

კითხვის დრო: 2 წთ.

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზეთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეები 7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე „Mozart@augsburg 2016″.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მევიოლინე ანნა ჭანია – პროფესორ კონსტანტინე ვარდელის კლასი; პიანისტი სერგო მარკოსიანი პედაგოგ ესმა ქირიას კლასი; ჩელისტი სანდრო სიდამონიძე – ყოფილი ათწლედელი, ამჟამად Michigan State University College of Music-ის სტუდენტი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე – ყოფილი ათწლედელი, ამჟამად კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლე, ასოცირებული პროფესორის ლალი სანიკიძის კლასი.

„Mozart@augsburg” კლასიკური მუსიკის მიმართულებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალია. იგი ყოველწლიურად იმართება გერმანიის ქალაქ აუგსბურგში. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მოსწავლეები უკვე მესამედ იყვნენ მიწვეულნი სპეციალური სტუმრის სტატუსით. კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, გერმანელი მსმენელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდა ახალგაზრდა ქართველ ვირტუოზებს.

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე - 2

სანდრო სიდამონიძეს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩელისტს, საზოგადოება „ამადეუსმა“ საჩუქრად გადასცა ჩელო.

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე - 3

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დიდ მადლობას უხდის ავსტრიაში მოღვაწე ქართველ პიანისტ ქეთევან სეფაშვილს, მარტა პულვერმახერის ფონდს და მის წარმომადგენელს ქალბატონ ქრისტინე კლაუსენს. სწორედ მათი ხელშეწყობითა და დახმარებით წარსდგნენ „ნიჭიერთა ათწლედი“-ს მოსწავლეები ამ პრესტიჟულ ფესტივალზე.

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე - 4

Artinfo.ge