სანდრო სიდამონიძე GRAMMY-ს კომისიაში

კითხვის დრო: 1 წთ.

Sandro sidamonidzeქართველი ჩელისტი სანდრო სიდამონიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების GRAMMY-ს კომისიაშია.

ნინო ჟვანია, პიანისტი:

“ჩვენი საამაყო ჩელისტი სანდრო სიდამონიძე აყვანილ იქნა მუსიკის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზის GRAMMY-ს მფლობელთა შესარჩევ კომისიაში! ეს უდიდესი მიღწევაა ჩვენი საშემსრულებლო სკოლისთვის!
ვამაყობ როგორც ქართველი და როგორც ჟვანია, რადგა ჩვენი სანდრო ნახევრად ჟვანიაა.
მერიკო ჟვანია – გილოცავ, სასწაულო დედავ!”