
მიმდინარე წელს 10 წლის პრიორიტეტიდან გამომდინარე 12 სექტემბერს დაწყებული პროექტი ხვალ, 24 სექტემბერს დასკვნითი ღონისძიებით სრულდება, რომელიც წელს „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
24 სექტემბერს, 14 საათიდან – 18 საათამდე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ივ. ჯავახიშვილის ქ. 7) პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა.
14:00 – „ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა დღევანდელი რაკურსით“ – მწერალ ბექა ქურხულის საჯარო ლექცია ;
14:45 – ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით;
15:15 – ტესტური თამაშ-კონკურსი „როგორ გვახსოვს ილია“;
15:35 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი მარიამ წიკლაური;
15:50 – ინტერაქტიული პაუზა – თავისუფალი საუბრები.
16:15 – „ილია ევროპეისტი და მისი ისტორიული კონტექსტი“ – რეჟისორისა და დრამატურგის გიორგი სავანელის საჯარო ლექცია;
17:00 – ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით (მეორე წარმოდგენა);
17:30 – ტექსტური თამაშ-კონკურსი „როგორ გვახსოვს ილია“ (განმეორებით, ახალი აუდიტორიისათვის);
17:50 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი;
18:00 – შეჯამება, თავისუფალი საუბრები ილიაზე, ინტერაქცია აუდიტორიასთან.
პროექტის ყველა აქტივობაზე დასწრება თავისუფალია და მისი მთავარი გზავნილია გავატაროთ ერთი დღე, ერთად ილიას სამყაროში!
პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
სოციალური ნაწილის პარტნიორები – წყალი „სნო“, კომპანია „ჩიკორი“, წვენი „ხილარი“ და ნაყინი „ლიდერი“.

