ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი საპრემიერო სპექტაკლი აღარ გაიმართება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა და თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ გაითვალისწინეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
ისტორიის ფურცლები:
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის თეატრმა გადადო ყველა ჩვენება და დაგეგმილი საპრემიერო წარმოდგენა.
“თეატრის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს,” – ნათქვამია ფოთის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.
