გოგა ცაბაძის უკვდავი სიმღერის “ჩემი საქართველო აქ არის” სხვადასხვა ვერსია მუსიკოსებმა თუ მომღერლებმა არაერთხელ შემოგვთავაზეს.
მომღერალმა და მუსიკოსმა პაპუნა შარიქაძემ კომპოზიტორის ეს არაჩვეულებრივი სიმღერა ახლებურად ააჟღერა.
ისტორიის ფურცლები:
პაპუნამ პირველად “ჩემი საქართველო აქ არის” 11 წლის ასაკში საბავშვო მუსიკალურ პროექტში “ანა ბანა” შეასრულა. წლების შემდეგ კი საყვარელი სიმღერა ბერკლში ჩაწერა და მსმენელს შესთავაზა.
