ქართული “ნიჭიერის” მესამე სეზონის გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი აზერბაიჯანულ “ნიჭიერში” მონაწილეობს.
ქვიშაზე მხატვარმა ქართველმა მონაწილემ სპეციალური ნომერი მოამზადა, რომელიც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ და ის შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს.
ისტორიის ფურცლები:
ნონა გიუნაშვილის გარდა, აზერბაიჯანულ “ნიჭიერში” კიდევ ერთი ქართველი მსტვენარი ზურა ბალანჩივაძე, იგივე ზურიუსი მონაწილეობს, რომელიც ასევე მეორე ტურშია გადასული.
აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალები ბაქოს მუსკომედიის თეატრში მაისის თვეში გაიმართება.
