სახალხო პროექტი “ნიჭიერი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში აღარ გავა.
პროექტის ხელმძღვანელობამ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შოუს მერვე სეზონს მაყურებელი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში იხილავს.
ისტორიის ფურცლები:
“ნიჭიერის” შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე დაამზადა სპეციალური ვიდეორგოლი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ შოუ “იმედზე” გაგრძელდება.
ნიჭიერების აღმოჩენა მთელი საქართველოს მასშტაბით 5 აგვისტოდან დაიწყება. პირველი შესარჩევი ტური კი კახეთში გაიმართება.
