ნინო ბასილია ქაიროს ფესტივალზე დააჯილდოვეს

კითხვის დრო: 1 წთ.

ნინო ბასილია ქაიროს ფესტივალზე დააჯილდოვესრეჟისორი ნინო ბასილია, რომელიც კინოში თეატრიდან მოვიდა, ქაიროს A კლასის საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს.

რეჟისორის ფილმს “ანას ცხოვრება” კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია “ფიპრესი” მიენიჭა.

ნინო ბასილიას ფილმი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიისა და ჯილდოს მფლობელია.

“ანას ცხოვრება”, რომელიც მარტოხელა დედის მძიმე ცხოვრებას ასახავს, რეჟისორმა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო.

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.

Artinfo.ge