
6 სექტემბერს ფესტივალი პოეზიის საღამოს დაეთმობა.
ისტორიის ფურცლები:
ბათუმის მუსიკალური ცენტრის არტ-კაფეში რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია პოეზიის მოყვარულებს 20:30 საათზე შეხვდება და მათთვის ცნობილი პოეტების ლექსებს წაიკითხავს.
კლასიკური მუსიკის მოყვარულები პოეზიის ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ და მურმან ჯინორიას მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსების მოსმენით კიდევ ერთ საღამოს გაილამაზებენ.

