ბათუმის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურება

კითხვის დრო: 1 წთ.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურება8 სექტემბერს 19 საათზე რიგით მეხუთე საიუბილეო ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო ფონდის SOS Talents გალაკონცერტით დაიხურება.

კონცერტი სიურპრიზი – ასე უწოდეს მას ორგანიზატორებმა, რომელიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

გალაკონცერტის სპეციალური სტუმარი ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი იქნება.

Artinfo.ge