მამა პეტრე (კვარაცხელია) ტელეწამყვანი ხდება. ახალი სატელევიზიო სეზონიდან სასულიერო პირი საავტორო გადაცემას წაიყვანს, რომელსაც “განზომილება” ეწოდება.
ინფორმაციას ამის შესახებ მამა პეტრე თავად ავრცელებს:
“მალე, ალბათ სექტემბრიდან ძალაში შევა დაპირებული საავტორო გადაცემა სახელწოდებით ,,განზომილება”, ეს არ იქნება საუბარი მხოლოდ რელიგიაზე. მიმდინარე პროცესებს ექნება ადექვატური შეფასება…
ისტორიის ფურცლები:
დღეს მანახეს სტუდია, რომლის რესტავრირება მიმდინარეობს.
ეს არის ის, რაც ძალიან მჭირდება, არა მხოლოდ ჩემთვის, უპირველესად მათთვის, ვისაც სიმართლის თქმა და მოსმენა სურს…
ჩვენი ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის და მიხარია…”
