
რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი:
“ღმერთმა მოგვივლინა ლიკა ქავჟარაძე და ვერ მოვუარეთ – და საერთოდ ….
ისტორიის ფურცლები:
ლიკას დედა, დალი ფალავანდიშვილი ქიმიკოსი გახლდათ და ერთ ლაბორატორიაში ვმუშაობდით ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. ბებიაც, უუულამაზესი ქალბატონი ლია ციციშვილიც ქიმიკოსი გახლდათ.
ლიკას სილამაზე საუკუნეებში კრისტალდებოდა. მისმა ბავშვობამ და ცხოვრებამ ჩემს თვალწინ გაიარა…
მახსოვს, მოსკოვში გორკის პარკში, ქართულ პავილიონთან, სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე გრძელი რიგი იდგა, თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” ახალი გამოსული იყო და ყველას უნდოდა ცოცხალი ლიკა ქავჟარაძე ენახა – ქართული პავილიონის სახე იყო.”

