ულამაზესი მიძღვნა ლიკა ქავჟარაძეს

კითხვის დრო: 2 წთ.

Lika kavjქართული კინოს მშვენებას ლიკა ქავჟარაძეს ულამაზესი ნამუშევარი მიეძღვნა. პორტუგალიელმა მხატვარმა მარიანა დუარტე სანტოსმა მსახიობის მიერ განსახიერებული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი მარიტა დახატა. ნამუშევარი გურჯაანში სახლის კედელზეა შესრულებული.

“მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ გურჯაანში შექმნილი კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი, რომლის ავტორიც განსაკუთრებული პორტუგალიელი მხატვარი მარიანა დუარტე სანტოსია.
მარიანამ გადაწყვიტა, ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძის პერსონაჟი მარიტა დაეხატა, თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“.
მხატვარი ამ ნამუშევრით საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ეხმიანება და ამავდროულად ქმნის დიალოგს გურჯაანის ლანდშაფტთან.
ეს კონკრეტული სცენა ზუსტად ალაზანშია გადაღებული.
გვიხარია, როდესაც მოწვეული ხელოვნები შთაგონებულნი არიან ქართული კულტურით, სიღრმისეულად ეცნობიან მას და ეს გამოცდილება მათ ნამუშევრებშიც აისახება,” – ნათქვამია ჯორჯიან მურალ ფესტის განცხადებაში.

Artinfo.ge