მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. იგი ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული.
ინფორმაცია საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა:
“წარმატებას ვუსურვებთ ლაშა მძინარაშვილს, რომელიც ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული! საუბარია „კინგსმენის” მთავარ საბრძოლო სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.
ისტორიის ფურცლები:
ქართული კინოს ინდუსტრიას ამერიკის საელჩო მხარს უჭერს USAID-ის ინიციატივებით, გაცვლითი პროგრამებითა და კულტურული გრანტებით.
ამავე დაჯილდოებაზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულია „ფორსაჟი 9″, რომლის ნაწილიც თბილისში გადაიღეს.”
