
ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანია და ის მუსიკოსებს ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან უმასპინძლებს. საფესტივალო საღამოების ლოკაციებია დადიანისეული ისტორიული მარნის ღვინის დარბაზი და ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანის ღია სივრცე.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე, ავსტრიული საფორტეპიანო ტრიო ACCIO და კლასიკურ აკორდეონზე შემსრულებელთა ტრიო ლიეტუვიდან – INDEED.
ფესტივალი ხორციელდება პროექტ ჩეკინ ჯორჯიასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდამჭერით.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – ფესტივალის დირექტორი.



