
დასკვნით ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, საფორტეპიანო ტრიო ACCIO ავსტრიდან, კლასიკური აკორდეონის ტრიო INDEED ლიეტუვადან, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.
ფესტივალის დახურვაზე ყველა მონაწილე წარსდგება მცირე, თავისუფალი პროგრამით, თუმცა აღნიშნული პროგრამის გარდა, სალხინოს სასახლეში მისულ მაყურებელს რამდენიმე საინტერესო სიურპრიზი ელოდება.
ფესტივალის ორგანიზატორები შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – დირექტორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/salkhinopalacecamerata/


