რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ და რეპერმა მასტერმა, იგივე გიორგი პავლიაშვილმა მელომანებს საჩუქარი გაუკეთეს.
მომღერლებმა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო” ახლებური ვერსიით ჩაწერეს და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღეს.
ისტორიის ფურცლები:
სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა თავად კომპოზიტორმაც მიიღო. კლიპი რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა ძველ თბილისში გადაიღო.
მასში მასტერთან, ირაკლი ფირცხალავასთან და ჯემალ სეფიაშვილთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მომღერლები ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე და ქეთა თოფურია, მსახიობები კახი კავსაძე და პაატა გულიაშვილი, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, ფეხბურთელები ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე.
