თემურ თათარაშვილის სიმღერა, რომელიც ლევან აბაშიძეს ეძღვნება

კითხვის დრო: 1 წთ.

თემურ თათარაშვილის სიმღერა, რომელიც ლევან აბაშიძეს ეძღვნებაალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ მსახიობს ლევან აბაშიძეს სიმღერა მიუძღვნა.

“ნუ მიტირებს ნურავინ” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა დაწერა.

აფხაზეთის ომში წასული 29 წლის ლევან აბაშიძე პირველივე დღეს დაიღუპა. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მსახიობს პირველად ეჭირა ავტომატი და ომშიც პირველად იყო.