ცნობილი ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის უცნობი ნახატები სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის პირველად გამოიფინება. ხელოვანის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება.
ისტორიის ფურცლები:
ბაია გალერეა და ხელოვნების სასახლე 5 სექტემბერს დამთვალიერებელს შესთავაზებენ ექსპოზიციას “მარკოზის და იოანეს სახარება”. ამ კოლექციაში შემავალი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში 20 სექტემბრამდე დარჩება.
