ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ვიდეორგოლი მზადდება, სადაც კულტურული მემკვიდრეობა, ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ულამაზესი ქალაქების ხედებია გაერთიანებული.
გაიზიარე მუხტი! – საქართველო ევროპაა! – ასე ეწოდება ახალ ვიდეორგოლს, რომელიც თბილისის უძველეს უბანში – მეიდანზე გადაიღეს.
ფლეშმობი განხორციელდა GCSD-ის პროექტის ფარგლებში “აირჩიე გონივრულად”, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ისტორიის ფურცლები:
ვიდეორგოლში მონაწილეობს საქართველოს სიმფონიეტა და დირიჟორი ლევან ცხადაძე. კლიპში ჟღერს მოცარტისა და ლაღიძის უკვდავი მუსიკა, ვერსიის ავტორი კი არჩილ გიორგობიანია.
მოუსმინეთ, შეაფასეთ და დატკბით – ეს საქართველოა!
