გოჩა ჭაბუკაიძე უკრაინულ ,,ნიჭიერში” მონაწილეობს

კითხვის დრო: 2 წთ.

გოჩა ჭაბუკაიძე უკრაინულ ,,ნიჭიერში” მონაწილეობსმომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე უკრაინული “ნიჭიერის” მეშვიდე სეზონში მონაწილეობს. ქართული “ნიჭიერის” შემდეგ, მან საკუთარი შესაძლებლობები უკრაინელი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე წარმოაჩინა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ფურორიც მოახდინა.

გოჩა ჭაბუკაიძემ უკრაინულ “ნიჭიერში” ჯო კოკერის ზუსტად ის სიმღერა შეასრულა, რომელიც ქართულ “ნიჭიერში” და როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზის მხარდაჭერა, ხანგრძლივი ოვაციები და ჟიურის სამი “კი” მიიღო.

ისტორიის ფურცლები:

გოჩა ჭაბუკაიძემ ქართულ ”ნიჭიერში” შესარჩევი ტურები და ნახევარფინალები წარმატებით გაიარა და ფინალისტებს შორისაც მოხვდა, თუმცა პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა. გაუმართლებს თუ არა უკრაინულ ”ნიჭიერში” ქართველ მომღერალს, ეს პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Artinfo.ge