გიორგი კალანდია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორს შეხვდა

კითხვის დრო: 2 წთ.

1giorgსაქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გიორგი კალანდია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორს, ქალბატონ ალისონ ოჰტას შეხვდა.

1gi

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდიამ ალისონ ოჰტას გადასცა საქართველოს სამეფო საზოგადოებისა და სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ჟურნალის „მემატიანეს“ პირველი ნომერი და გააცნო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგები.

1g

დღეიდან ჟურნალი „მემატიანეს“ პირველი ნომერი საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს უძველესი სამეცნიერო საზოგადოების ბიბლიოთეკაში.

1gio

როგორც გიორგი კალანდია ამბობს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერამ საშუალება მისცა, დღეიდან დაწყებულიყო სამეცნიერო კვლევა ამ საზოგადოების არქივში დაცული ქართული კოლექციების შესახებ. კვლევის შედეგები მალე გახდება ცნობილი.