ლეგენდარული ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის შესახებ გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის.
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მსახიობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
ისტორიის ფურცლები:
მასში გაერთიანებულია რამაზ ჩხიკვაძის თეატრალური და კინოროლები. ხელოვანს მისი კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილია და მისი ნახვა 9 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
