იცით მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის უკანასკნელი როლი? მაესტრო, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თეატრსა თუ კინოში თითოეულ როლზე ზედმიწევნით გულმოდგინედ მუშაობდა.
“ზამთრის ნოველა” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც დოკუმენტური ფილმების სტუდიამ “რაკურსი” გადაიღო. ფილმის რეჟისორია დავით ცინცაძე. მთავარ როლს კი რამაზ ჩხიკვაძე ასრულებს, რომელიც მაესტროს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.
ისტორიის ფურცლები:
ფილმში ასევე მონაწილეობენ რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ლეჟავა, ნანა ხურითი, ლეო ანთაძე, სოსო ლაღიძე, კირა ანდრონიკაშვილი, ქეთი ყიასაშვილი, მერაბ ანდრონიკაშვილი, მერაბ ამირიძე, თამუნა კბილაშვილი, ანა თუმანიშვილი და პირველად ეკრანზე ლიკა მასპინძელაშვილი.
