მუცოელი პოეტი გელა დაიაური უდიდეს ტკივილს ატარებს. მას სამ სევდასთან და სამ ტკივილთან უწევს გამკლავება. მისი მეუღლე მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და 2 მცირეწლოვანი შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
8 ივლისს მისი პირველი შვილის – დემეტრეს დაბადების დღეა. პოეტმა თავის პირველ სიხარულს 10 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცა:
“სამი სევდა და სამი ტკივილი ძალიან ძნელი ყოფილა გასაძლებად, ჩემო ვაჟო… ყოველ დღე მტკივა, მაგრამ, როცა უნდა მეზეიმა, ის დღეები ჯოჯოხეთად მექცა..
გაიხსენეთ:
თუმცა მეიმედება, მანდ ანგელოზებად ხართ უფალთან და ღვთისმშობელი გფარავთ თქვენს დედიკოსთან ერთად … აქ მე უფრო ვერ მოგივლიდი ისე კარგად …
10 წლის იუბილეს გილოცავ, დემე… ჩემო პირველო გამხარებელო და სიტყვა “მამიკოს” პირველად მთქმელო.. მიყვარხარ და მენატრები.”

