ევროვიზია 2016-ის ქართველი კონკურსანტი ცნობილია

კითხვის დრო: 2 წთ.

ევროვიზია 2016-ის ქართველი კონკურსანტი ცნობილია2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კონკურსანტის ვინაობა ცნობილია.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაასახელა ის მომღერალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მომავალი წლის მაისში, შვედეთში გამართულ ევროფესტივალზე წარადგენს.

საქართველოს სახელით ევროვიზია 2016-ში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz. ალტერნატიულ როკჯგუფთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსანტის დასახელების შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიმღერის კონკურსიც გამოაცხადა. 8 იანვრის ჩათვლით, ყველა კომპოზიტორს შესაძლებლობა ეძლევა სპეციალურად ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz-ისთვის შექმნას კომპოზიცია, მათი ჟანრის გათვალისწინებით – ალტერნატიული ინდი როკი ელექტრონული მუსიკის ელემენტებით.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 5 სიმღერა, მათ შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური და მაყურებელი გამოავლენს.

ევროვიზია 2016-ის ქართველი კონკურსანტი ცნობილია - 2

Artinfo.ge