“ევროვიზია 2016” უკრაინამ მოიგო

კითხვის დრო: 1 წთ.

“ევროვიზია 2016” უკრაინამ მოიგოევროვიზია 2016 უკრაინის კონკურსანტმა ჯამალამ 534 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე ავსტრალიის კონკურსატი გავიდა 511 ხმით, ხოლო მესამე ადგილოსანი რუსეთის წარმომადგენელი გახდა 491 ქულით.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ევროფესტივალი 61-ედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 42 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, თუმცა ფინალში მხოლოდ 26 მათგანი მოხვდა.

საქართველომ ევროვიზიაზე 104 ქულით მეოცე ადგილი დაიკავა. ჩვენს კონკურსანტებს ნიკა კოჩაროვს და Young Georgian Lolitaz-ს სიმღერისთვის  ‘Midnight Gold” უმაღლესი 12 ქულა დიდმა ბრიტანეთმა დაუწერა.

ევროვიზია 2017 მომავალ წელს უკრაინაში ჩატარდება.

Artinfo.ge