ნოველისტს და პოეტს დავით დეფის სცემეს. შემთხვევა გვიან ღამით თბილისში მოხდა. მწერალი და მისი მეუღლე მაღაზიაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც დეფის უცნობი პირი თავს დაესხა.
როგორც მწერალი ამბობს, დაპირისპირება მისი ერთ-ერთი ნაწარმოების გამო დაიწყო, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ისტორიის ფურცლები:
დავით დეფის განცხადებით, მოქალაქის აგრესია მისმა ხედვებმა და ღია განცხადებებმა გამოიწვია.
მწერალს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი თავადაც გასცა.
