
დღეს ბექა უკრავს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან და საქართველოს სახელს კიდევ უფრო ბევრ ადამიანს აცნობს. მის კონცერტებზე თითქმის არასდროს არის თავისუფალი ადგილი, დარბაზში მუდამ ანშლაგია და უდიდეს სიამოვნებას იღებს მსმენელი, ვინც ქართველი უნიჭიერესი პიანისტის მოსასმენად მიდის.
ისტორიის ფურცლები:
“Blue-Note” – ასე ეწოდება ჩანაწერს, რომელიც პიანისტმა თავად გაავრცელა. მისი მოსმენისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბექა გოჩიაშვილი ნამდვილი ადამიანი-დღესასწაულია.

