ბახალა თავისუფალია

კითხვის დრო: 1 წთ.

ბახალა თავისუფალიამსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე ბახალა თავისუფალია. მისი მორიგი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა და ხელოვანი 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ისტორიის ფურცლები:

ბახალა 5 თვის წინ დააკავეს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფლობისთვის.

მსახიობის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მეგობრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, სპეციალური ვიდეორგოლები ჩაწერეს და დედა ენის ბაღში საპროტესტო აქციაც ჩაატარეს.

Artinfo.ge