ნანკა კალატოზიშვილი, ნუცა კუხიანიძე, ვანიკო თარხნიშვილი, კახა კინწურაშვილი, ქეთათო, ბახვა ბრეგვაძე, თორნიკე გოგრიჭიანი – ეს იმ ხელოვანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას დაკავებას აპროტესტებენ.
მათ სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც ბახალას დაკავებაზე და მის უდანაშაულობაზე საუბრობენ.
ისტორიის ფურცლები:
გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი 19 ივნისს არის ჩანიშნული. იგი 4 თვეა დაკავებულია და ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
ხელოვანები საზოგადოებას მოუწოდებენ საქალაქო სასამართლოში მივიდნენ და ბახალას თანადგომა გამოუცხადონ.
