
“მარიტას მონოლოგი
ისტორიის ფურცლები:
ვთამაშობდი შადრევანთან ერთად,
და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო.
წყლის ციალი, სილამაზე ფერთა,
მე ზეცისკენ მიზიდავდა მხოლოდ…
და მე შევრჩი, ცაზე ღრუბლის ფთილას,
შადრევანმა ამიტაცა მაღლა.
და თქვენ მაინც ითამაშეთ ფრთხილად,
მე თამაში დავასრულე ახლა!..”

