ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი და ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი საქართველოს კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებს. მან უკვე დაასრულა მუშაობა მორიგ ახალ პროექტზე, რომელიც ისევ და ისევ ქართულ ფოლკლორს ეძღვნება.
ისტორიის ფურცლები:
“ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი” – ასეთია ახალი წიგნის სახელწოდება, რომელშიც თვითნასწავლი კომპოზიტორის, მომღერლისა და ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების უმნიშვნელოვანესი პერიოდებია გაერთიანებული.
არტემ ერქომაიშვილთან დაკავშირებით ახალ პროექტს ამზადება ფონდი “ქართული გალობა” – არტემ ერქომაიშვილის პრემიას 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ნებისმიერი ასაკის ეროვნებისა და პროფესიის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისი დამფუძნებლების მთავარი მოთხოვნაა ავტორის ნაშრომი ქართული გალობის მეცნიერულ კვლევას ეხებოდეს.
